საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი მამია ღაღანიძის სტიპენდიის მოსაპოვებლად

მამია ღაღანიძის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის
ბაკალავრიატის სტუდენტებს.
სტიპენდიის მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა კომისიის სახელზე უნდა
წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების
დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების,
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის
საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.
სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2024 წლის
23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო
პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული
ფოსტის გზავნილით, მისამართზე: nana.chargeishvili@tsu.ge (საკონტაქტო პირი: თეონა
გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)
 

თანდართული ფაილების სანახავად მიჰყევით ბმულს:
თსუ რექტორის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ:
განცხადების ფორმა (დანართი N 1)

თარიღი: 21/02/2024